|
2024-07-08 15:32:34, 560 ნახვა
ომი უკრაინაში
განმეორებითი თავდასხმისას კიევში სამედიცინო ცენტრის შენობა და სამი სატრანსფორმატორო სადგური დაზიანდა
კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ ქალაქის დნეპრის რაიონში მრავალსართულიანი სამედიცინო ცენტრის შენობა სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 4 და დაშავდა 3 ადამიანი. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია, ნანგრევების გაწმენდა და დაზარალებულთა ძებნა გრძელდება. კიევის სხვა რაიონებში რუსული დარტყმების შედეგად განადგურდა და დაზიანდა ენერგოკომპანია DTEK-ის სამი სატრანსფორმატორო ქვესადგური. „დაზიანებულია ელექტრო ქსელებიც. ადგილზე უკვე მუშაობენ ენერგეტიკის მუშაკები. სახლების უმეტესობა მალე იკვებება სარეზერვო წყაროებით“, - ნათქვამია DTEK-ის განცხადებაში. კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე დაიღუპა 10 და დაშავდა 35, იტყობინება ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია. უცნობია შედის თუ არა ამ რიცხვში საავადმყოფოში მყოფი დაშავებულები და არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის შესახებ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის იგორ კლიმენკოს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის დილის თავდასხმის შედეგად სულ 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)