14:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 15:54:25, 613 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - მოსკოვის წინადადებამ შეიძლება დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი სპონსორები მის მისაღებად მზად იქნებიან

მოსკოვის წინადადებამ შეიძლება დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, მზად არის, კონფლიქტის დასასრულებლად, "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების ინიციატივები გაითვალისწინოს.

მისივე თქმით, რუსეთს "არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და მის გასაგრძელებლად ისევ მზადაა".

"ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ წარმოვადგინეთ მოგვარების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც თუკი უკრაინული მხარე და რაც მთავარია, მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან მიიღონ, მოგვცემს საშუალებას, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და დავიწყოთ მოლაპარაკებები“,- თქვა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics