17:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 15:27:58, 753 ნახვა

ომი უკრაინაში
კალასი - უკრაინის რეკონსტრუქციის დაწყება ომის პირობებშიც შესაძლებელია

უკრაინის რეკონსტრუქციის დაწყება ომის პირობებშიც არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენცია მიმდინარეობს.

როგორც კალასი აღნიშნავს, დასავლეთის ქვეყნებმა ესტონეთის პარლამენტის მაგალითს უნდა მიბაძონ, რომელმაც კანონი მიიღო და რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის მოხმარების შესაძლებლობას იძლევა.

„უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა მივცეთ, რომ თავის დაცვა შეძლონ. ასევე, ომის პირობებშიც უკვე შესაძლებელია რეკონსტრუქციის დაწყება. ესტონეთი უკრაინას რეკონსტრუქციაში უკვე ეხმარება. მათ რთული მისია აქვთ, მაგრამ უნდა გააგრძელონ მუშაობა იმ პირობებში, როდესაც ომი აქვთ. და ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის საფასურს იმისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი გადამხდელების ფულიდან ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რაც საშუალებას იძლევა, რუსული გაყინული აქტივები უკრაინას მოხმარდეს და ვფიქრობ, სხვა ქვეყნებიც ანალოგიურად უნდა მოიქცნენ“, - განაცხადა კაია კალასმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics