09:29 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-15 16:24:47, 595 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასულ წელს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 48 249 500 ლარს შეადგენდა.

„უწყების მთავარი ფინანსური დოკუმენტი 99,3 %-ით შესრულდა. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას ახორციელებდა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სერვისი 90 000-მდე მოქალაქეს მიეწოდა. 

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებისათვის გამოიყო 26 492 433 ლარი, სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 13 322 054 ლარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით 2 337 601 ლარი, ხოლო დასაქმების სააგენტოს პროგრამებისთვის 533 779 ლარი.

2023 წელს, სამინისტრომ დაიწყო -  გეგმიური და ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდის სრულად დაფარვა. ასევე ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლევების და თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის განსაზღვრის საჭირო კვლევების დაფინანსება.

გასულ წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა სხვადასხვა საჭიროებებისთვის 6 617 479 ლარი გამოიყო.

მინისტრმა სხდომაზე სამინისტროს მიმდინარე წლის I კვარტლის შესრულების ანგარიშიც წარადგინა. 2024 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 51 255 000 ლარს შეადგენს, გასული სამი თვის განმავლობაში 87,6 %-ის შესრულდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics