16:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 11:12:25, 557 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასა და მიკოლაევში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა - არიან დაშავებულები

რუსეთმა დილით ოდესის ოლქის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე მიკოლაევის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში სატრანსპორტო საწარმოს 2 თანამშრომელი დაშავდა.

თავდასხმების გამო კერძო სახლი და რამდენიმე მანქანაც დაზიანდა.

სამხრეთ თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის ოლქში "შაჰედის" ტიპის 2, ხოლო მიკოლაევში 12 ჩამოაგდეს.

მიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორზე მიყენებული დარტყმის გამო, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა მოხდა, თუმცა ელექტრომომარაგების აღდგენა მალევე მოხერხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics