|
2024-03-06 23:21:58, 1439 ნახვა
ომი უკრაინაში
მიშელი - ოდესაზე თავდასხმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია
უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელ გამოეხმაურა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ოდესაზე თავდასხმა რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. "ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ეს კრემლისთვისაც კი ძალიან უღირსი საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ურყევია", - წერს შარლ მიშელი. ცნობისთვის, როდესაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოდესაში იმყოფებოდა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)