2024-02-06 23:56:27, 1274 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ თავდაცვის ძალებში უპილოტო საფრენ აპარატებზე ორიენტირებული დანაყოფის შექნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალებში უპილოტო საფრენ აპარატებზე ორიენტირებული დანაყოფის შექნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე ვრცელდება.
დოკუმენტი მთავრობას და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს მოუწოდებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უპილოტო სისტემებისთვის ცალკე დანაყოფის შექმნის საკითხების შემუშავებას.
„უკრაინამ უსაფრთხოების ვითარება შავ ზღვაში უპილოტო საფრენი აპარატების წყალობით რეალურად შეცვალა. ბრძოლის ველზე თავდასხმებისგან დაცვა ხშირად უპილოტო საფრენი აპარატების წყალობით ხდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,