2024-01-30 10:02:30, 1168 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 15 გავანადგურეთ
უკრაინამ, 30 იანვრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 15 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.
"საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 15 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული.
დრონები ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,