2024-01-23 14:38:25, 1377 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა - დაშავდა 42 ადამიანი
რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ავრცელებს.
სინეგუბოვის თქმით, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.
"დამპყრობლების თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა", - წერს სინეგუბოვი.
ცნობისთვის, დღეს, 23 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევზე თავდასხმის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი, რომელთაგანაც ერთი ბავშვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,