2024-01-22 18:47:36, 1142 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალი პაკეტი გამოუყო
პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალი პაკეტი გადასცა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტს არ დაუსახელებია კონკრეტულად რას მოიცავდა თავდაცვის ახალი პაკეტი.
"არის პოლონეთის თავდაცვის ახალი პაკეტი. ვაფასებთ თქვენს მუდმივ დახმარებას. არსებობს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ფორმა უკრაინული საჭიროებისთვის იარაღის უფრო მასშტაბური შესყიდვის მიზნით - ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთივს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინაში დღეს, 22 იანვარს ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,