03:13 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 17:14:56, 1289 ნახვა

ომი უკრაინაში
ლიეტუვამ უკრაინის სამხედრო დახმარების გრძელვადიანი, 200-მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ლიეტუვა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს.

"იანვარში ჩვენ კვლავ გავაგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, დეტონაციის სისტემებს უკრაინაში, თებერვალში კი M577-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში", - განაცხადა ნაუსედამ.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას პირისპირ შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics