2024-01-08 15:33:16, 1909 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს.
ზალუჟნის თქმით, ოკუპანტებმა ფრთოსანი, ბალისტიკური, მართვადი საჰაერო რაკეტები და „შაჰიდის“ ტიპის დრონები გამოიყენეს.
"ჩვენმა დამცველებმა „შაჰიდის“ ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს", - წერს ზალუჟნი.
მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტები და დრონები ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის მიმართულებით გაუშვეს.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი და კრივოი როგი დაბომბეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,