2023-12-28 10:45:51, 1090 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონიდან 7 გავანადგურეთ
უკრაინამ, 28 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 7 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.
"28 დეკემბრის ღამეს, ოკუპანტებმა პრიმორსკო-ახტარსკიდან დრონები გაუშვეს. სულ დაფიქსირდა Shahed-136/131-ის ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან 7-ის ჩამოგდება, რომლებიც მოიერიშე თვითმფრინავებმა, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა, საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს.
დრონები დნეპროპეტროვსკის, კრივოროგრადისა და ზაპოროჟიეს რაიონებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,