2023-12-22 17:41:42, 1339 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის
ევროკავშირი უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს.
როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთო ჯამში, გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა 5 500-ს გადააჭარბებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ენერგომომარაგება.
"რუსეთის სასტიკმა თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაუცველი დატოვა, ამიტომ, უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორი გაიგზავნება.
საერთო ჯამში, გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა 5 500-ს გადააჭარბებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ენერგომომარაგება და შენარჩუნდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობა", - აღნიშნავენ ევროკომისიაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,