14:09 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 11:35:48, 336 ნახვა

საზოგადოება
საავტომობილო გზებზე გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობაა მომატებული, ყველა რეგიონში მცირე ნალექია თოვლის სახით.  თოვლის მიუხედავად, საავტომობილო გზებზე გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად ხორციელდება. რიკოთის უღელტეხილზე გზა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ40 (ჭერათხევი) მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ40-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს  გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს და გადაადგილება აღნიშნული მიმართულებებით თავისუფლად ხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყოს გზების გაწმენდითი სამუშაოები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics