2015-02-06 13:14:08, 627 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძარცველებმა გარე მოვაჭრე მოკლეს
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძარცველებმა საკუთარ სახლში ქალი გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
„ექსპრესნიუსი“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ყველაფერს გამოძიება დაადგენს.გარდაცლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან