2015-10-03 22:26:27, 806 ნახვა
კომენტარი
რევაზ არველაძე: რაც მე ვერ გავაკეთე ქართულ ფეხბურთში, ჩემი შვილი გააკეთებს
"რაც მე ვერ გავაკეთე ქართულ ფეხბურთში ჩემი შვილი გააკეთებს", - ამის შესახებ რევაზ არველაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, გულშემატკივრებთან გამოსვლისას განაცხადა.
რავაზ არველაძეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან მხარდამჭერები ოვაციებით და აპლოდისმენტებით დახვდნენ.
მან სასტუმრო ძმასთან და ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა.
ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. მას 18-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რევაზ არველაძემ დელეგატთა 15 ხმა მიიღო, მამუკა კვარაცხელიამ კი, 0.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან