14:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 17:47:07, 637 ნახვა

სამხედრო
ოცეულის სერჟანტის მე-11 შუალედური კურსი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ოცეულის სერჟანტის მე-11 შუალედური კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დამთავრება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. მათ სამხედროებს წარმატებები უსურვეს და კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

ოცეულის სერჟანტის შუალედური კურსი 2 მარტს დაიწყო. კურსი 38 მსმენელმა გაიარა. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით, თავდასხმით და საპატრულო ოპერაციებს, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაეუფლნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics