14:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 19:35:40, 796 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად სერგო გაგნიძე დაინიშნა

გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წარუდგინა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო დეპარტამენტის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წლების განმავლობაში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2006-2009 წლებში ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მრჩეველი იყო. 2009 წლიდან დღემდე სერგო ძაგნიძე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების ავტორია.

2013 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უნიკალური სასწავლო-კრიმინალისტიკური ლაბორატორია შეიქმნა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

პოლკოვნიკმა სერგო ძაგნიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გაბუნია შეცვალა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics