01:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 11:53:29, 691 ნახვა

სამხედრო
51-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის  51-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა უკვე საქართველოშია. ბატალიონის ბოლო ნაკადი, 126 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით, ავღანეთიდან სამშობლოში გუშინ საღამოს დაბრუნდა.

ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სამშვიდობოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი და V ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“  მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცემხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე  6 თვის განმავლობაში   მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.V ქვეითი ბრიგადის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics