01:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 11:34:23, 886 ნახვა

რეგიონი
ვანის სოფლებში შუქი და გაზი გაეთიშათ - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ვანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელ ყუმურის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა. 

მათივე ცნობით, რამდენიმე დღეა უშედეგოდ ელოდებიან დახმარებას მერიისგან. თოვლის საფარმა კი უკვე 2 მეტრს გადააჭარბა და რეგიონში ბუნებრივი აირიც გაითიშა.

"დენი კარგა ხანია აღარ არის.  იქნებ დაგვეხმაროს ვინმე. ბავშვები არიან სოფელში. რამდენიმე მოხუცი მარტოა.  არავინ  არაფერს ამბობს, მეორე დღეა ითხოვს მოსახლეობა დახმარებას. დილიდან ვრეკავთ სოფელში, რამდენიმე ოჯახში, როგორც ჩანს, ტელეფონები გაეთიშათ და კონტაქტზე არ გამოდიან. არ ვიცით როგორ არიან" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics