11:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 16:48:57, 920 ნახვა

რეგიონი
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი გრძელდება

შუახევში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობთ, დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

"მორიგი შეხვედრები გაიმართა ზამლეთისა და უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, რომელსაც შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ომარ ტაკიძემ მოსახლეობას "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" პრიორიტეტები გააცნო, რის შემდეგაც ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და განსახორციელებელი პროექტები განსაზღვრეს.

მიმდინარე წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი 628 000 ლარს შეადგენს.

შეხვედრები ეტაპობრივად ყველა სოფელში გაიმართება“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics