20:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 16:16:00, 1742 ნახვა

სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანი: “რუსთავი2“-ის მომავალი სასამართლოში, ჩემთვის საინტერესო არ არის

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის „რუსთავი2“-ის და მისი მოწინააღმდეგე მხარის მომავალი სასამართლოში საინტერესო არ არის.

წულუკიანის განმარტებით, მისთვის საინტერესოა ის, რომ საქართველოში არის მედიაპლურალიზმი და რომ დღევანდელი მთავრობა არც ერთ მედია არხს არ გააკონტროლებს:

„“რუსთავი2“-ის მომავალი სასამართლოში, ისევე როგორც „რუსთავი2“-ის მოწინააღმდეგე მხარის მომავალი სასამართლოში, ჩემთვის არ არის საინტერესო, არც ამ დავის გამოსავალია ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის საინტერესო ისაა, რომ ამდენი, თითქმის 15-მდე კამერა და მედია დგას დღეს აქ, რომ საქართველოში არის მედიაპლურალიზმი და რომ ეს მთავრობა როგორც წარსულში,  ისე მომავალში, არასდროს არც ერთ მედია არხს არ გააკონტროლებს, ეს არის ჩემთვის  მთავარი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics