2016-11-18 11:39:06, 1069 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წელიწადი ძალიან პროდუქტიული იქნება
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ახალი სახეები უკვე იკრიბებიან.
მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს.
„დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წელიწადი ძალიან პროდუქტიული იქნება. იმედი მაქვს, პარლამენტი ნდობას გამომიცხადებს“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის წევრის რევაზ არველაძის თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტში მეტი საშუალება იქნება, ქვეყნისთვის საჭირო კანონპროექტები მიიღონ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან