17:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 11:32:44, 911 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: არც ერთ მევენახეს წელს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონია

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2016  წლის  რთველის მიმდინარეობას წარმატებულად აფასებს.

დავითაშვილის თქმით, რთველის მიმდინარეობისას არანაირი ექსცესი, შეფეხრება, ან პრობლემა არ ყოფილა:

„რთველი ფაქტობრივად  მთელ საქართველოში დასრულდა. რთველის მიმდინარეობა ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ საკმაოდ წარმატებულად, იმიტომ, რომ რთველის მიმდინარეობისას არ ყოფილა არანაირი ექსცესი, შეფეხრება, ან პრობლემა, მოსავლის აღების პროცესი ზოგადად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კულტურებში მიმდინარეობს ასევე წარმატებით და ორგანიზებულად. ამის საფუძველი ის არის, რომ ბოლო წლებში მოსავლის დაბინავების კუთხით ღირებულებათა ჯაჭვში იმ ელემენტების გაძლიერება ხდება, რომელიც მოსავლის დაბინავების პრობლემებს ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მოაგვარებს, აქ საუბარია საწარმოო სიმძლავრეების მნიშვნელოვან ზრდაზე, იმ დამატებით წახალისების მექანიზმებზე, რომელიც სახელმწიფომ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნა და რამაც ნამდვილად წაახალისა და გაზარდა ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე საწარმოების შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე რთველი ისე ჩატარდა, რომ არც ერთ მევენახეს არ ჰქონია არც ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარების პრობლემა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვქონია სადმე, როდესმე ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით შეფერხებები”,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics