19:16 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-09 11:21:56, 6762 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საიამ მე-3 საჩივარი გაიგზავნა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რეჟიმის პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-3 საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაციის განცხადებით, ის ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხება.

"2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მოქმედებებით დააკავეს, რის შემდეგაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებით ემუქრებოდა. იქვე მან ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. 

მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, მას რამდენიმე საათის განმავლობაში უფლება არ მიეცა, ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა, ადვოკატების დასწრების გარეშე გაჩხრიკეს და დამცირების მიზნით, ხელბორკილები ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები - კერძოდ:

  1. მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი: წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას;
  2. მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი, რომელიც გულისხმობს არაეფექტიანი გამოძიების წარმოებას;
  3. მე-8 მუხლი: პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
  4. მე-13 მუხლი: სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების მიღება". - თქვა საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა ბრიფინგზე.

საია-ს განცხადებით, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებას სახელმწიფო ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ადგილობრივ დონეზე იმის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდება". - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics