00:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-21 10:22:33, 7063 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოში ცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის 20 წლის შვილი თხილამურებით სრიალისას, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

ცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის ლუკა ბალარინის შვილი საქართველოში თხილამურებით სრიალისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, 20 წლის პიეტრო ბალარინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მამამ, ლუკა ბალარინმა დაადასტურა. ლუკას ბალარინი Torino Stratosferica-სა და Utopian Hours-ის დამფუძნებლია.

 „პიეტრო ბედნიერი გარდაიცვალა, აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთაში, გაუკვალავ თოვლში სრიალებდა... ეს ხდება ფილმებში, ხდება რომანებში და ხდება რეალურ ცხოვრებაშიც. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ ის ბედნიერი წავიდა. შენ იყავი საუკეთესო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი, ჩემო სათაყვანებელო შვილო. ეს ჩვენი ბოლო ფოტოა ერთად, იმ მრავალი მშვენიერი და ჰარმონიული მომენტიდან ერთ-ერთი. მადლობა, იმ სიყვარულისთვის, რომელიც მომეცი და ყველაფრისთვის, რაც მასწავლე“. - დაწერა დიზაინერმა სოციალურ ქსელში.

საქართველოში საკონსულო საკითხების მოსაგვარელბად გარდაცვლილის დედა იმყოფება. 

 გამოცემა "ლა სტამბას" ინფორმაციით, პიეტრო ბალარინი სამშაბათს ოროპას საკურთხეველში, დაკრძალავენ სადაც მისი ბებია და ბაბუა, განისვენებენ. ოროპას ეკლესია ოჯახის აკლდამად ითვლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics