12:21 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-04 18:06:45, 5498 ნახვა

კომენტარი
ნაძალადევის რაიონის გამგებელი - დადიანის ქუჩაზე კორპუსიდან ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ, - ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ დადიანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი რომ ავარიული იყო, ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ისინი არ იყვნენ თანახმა, რომ სახლები დაეტოვებინათ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო.

“მე თვითონ ლაბორატორიის, შსს-ს და სამაშველოს თანამშრომლებთან ერთად დავათვალიერე ადგილი. მიმდინარეობს მოკვლევა და რა საკვირველია, იტყვიან ყველაფერს. ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ. შემდეგ, პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავიყვანთ ქირით და პრობლემა არცერთ ოჯახს არ ექნება.

ავარიულობის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ყოველთვის გვქონდა. არაერთხელ გვქონდა შეხვედრა. საუბარი იყო ინვესტორებთან, გამაგრებასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც მოსახლეობასთან ვერ შედგა შეთანხმება. აქედან გამომდინარე, კატასტროფული მდგომარეობა არ იყო… შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან თვითონ მცხოვრებლები არ იყვნენ თანახმა, რომ გასულიყვნენ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო”, - განაცხადა გამგებელმა.

შეგახსენებთ, თბილისში, დადიანი ქუჩაზე 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა. ამ დრომდე ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 2 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics