13:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 13:28:42, 3149 ნახვა

კულტურა
“თიბისი ბანკის” მხარდაჭერით შექმნილი ფილმი „გამოსვლა" ამერიკულ კონოფესტივალზეა წარდგენილი

ვახო ჯაჯანიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გამოსვლა" დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალზე Maine International Film Festival მიიღებს მონაწილეობას. ფილმს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი  ფილმების სექციაში  (World Shorts) აჩვენებენ.

ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა" დაცარიელებულ ქალაქ ჭიათურაში, პატარა სახლში მცხოვრები ორი დის, ტატიანასა და ლილის შესახებ მოგვითხრობს.

 გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლით დაღლილ დებს შორის კონფლიქტი მაშინ იწყება, როცა ლილის „ჭაობიდან" თავის დაღწევისა და თავის ქალიშვილთან საცხოვრებლად გადასვლის შანსი უჩნდება.

 „გამოსვლა" იმ 6 მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის დაფინანასებით შეიქმნა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში კონემატოგრაფიის განვითარების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში კერძო ბიზნესი ჩაერთო.

Maine International Film Festival ფილმის პრემიერა 2015 წლის ივლისში შედგა და მას შემდეგ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზიც მოიპოვა.

აშშ-ში 1998 წლიდან იმართება. ფესტივალზე ყოველწლიურად სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო ფილმები იღებენ მონაწილეობას.

წელს ფესტივალი 8 ივლისს იწყება და ის 17 ივლისამდე გაგრძელდება.

(R ) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics