10:26 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 21:20:56, 907 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 აპრილის სპეციალური ანონსი

26 აპრილს, 02:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოფრინდებიან.

26 აპრილს 10:00 საათზე, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში „სამოქალაქო დარბაზის“ მე-6 სხდომა გაიმართება.
თემა: სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობა; არასამთვრობო სექტორთან და მედიასთან კომუნიკაციის მნიშვნელობა სააგენტოს ეფექტიანი საქმიანობისთვის. 
მის.: მარშალ გელოვანის #6
საკონტაქტო პირი ვერიკო გულუა - 577080770 

26 აპრილს, 11:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პროექტზე "უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის" მომუშავე სამუშაო ჯგუფს შეხვდება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

26 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 აპრილს, 11:00 საათზე, კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ კაპანახჩში, 90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნება.

26 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოში გეოლოგიური კვლევების დაწყებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება. 
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1(თსუ-ის პირველი კორპუსი)

26 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ზაზა მარჯანიშვილის პროექტის „სამოსელი პირველი“ პრემიერა.

26 აპრილს, 12:00 საათზე, „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მოქალაქეს ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად ყველა საჭირო პროცედურის ადგილზე მიღებაში გაუწევენ დახმარებას. მის: ყიფშიძის ქ. # 16, კორპ. 1, ბინა 24 (შვედეთის საელჩოსთან)

26 აპრილს, 13:00 საათზე, ”მემარცხენე ალიანსის” ახლგაზრდული ორგანიზაცია თბილისში, საქართველოს პარლამენტთან თეატრალიზებულ აქციას გამართავს, რომლის ორგანიზატორები არიან, პარტიის "ახალგაზრდული ორგანიზაციის" თავმჯდომარე სოფიკო კარტოზია და "მემარცხენე ალიანსის" თბილისის "ახალგაზდული ორგანიზაციის" ხელმძღვანელი ზურაბ გოხაძე.
თემა: "პოლიეთილენი - საუკუნის ნაგავი". 
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642 

26 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, გაიმართება „დიაბეტის პრევენციის“ პროექტის დახურვის ცერემონია, რომლის მიზანია დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის საქმიანობებისა და შედეგების გაზიარება. 
მის: რუსთაველის გამზ. N13
საკონტაქტო პირი თეონა ნავდარაშვილი - 555 53 95 59

26 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ”პალიტრამედიისა” და შშმ პირთა ინტეგრაციის ცენტრ „რეას“ ერთობლივი პროექტის „რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
საკონტაქტო პირი ზაზა ტალახაძე - 599 89 99 98

26 აპრილს, 17:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ პროექტის - ,,ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისთვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით“ - დასკვნითი პრესკონფერენცია გაიმართება.

26 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - კონსერვატორები" ინიციატივით გაიმართება შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა.
მის: გლდანი, ხიზანიშვილის ქ. 5 მ/რ (გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი)

26 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში როტშილდის ფონდის მხარდაჭერით რესტავრირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ებრაული კოლექციების გამოფენა - „გაცოცხლებული ისტორია“ გაიხსნება. 

26 აპრილს, 19:00 საათზე, “ლოლიტაში”ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ვარსკვლავის და “მაგნუმის“ სააგენტოს წევრის ანტუან დ’აგატას წიგნის “დაბნელება“ პრეზენტაცია გაიმართება. 
მის.: თ. ჭოველიძის ქ. #7 

26 აპრილს, 19:30 საათზე, მოძრაობის თეატრში, პროექტი „გერმანული ენის თვე“ ჯგუფ „GANKINO CIRCUS“-ის შოუ-კონცერტით ოფიციალურად გაიხსნება. 
საკონტაქტო პირი მზეხა მახარაძე - 593 59 28 72





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics