14:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-28 10:19:28, 2827 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა ,მათ შორის ერთი ბავშვი

წინასწარი ინფორმაციით, კიევზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის გოგონა, განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ერთი დაღუპულის შესახებ იუწყება. „სოლომიანსკის რაიონში, ხუთსართულიან შენობაში, სადაც ნაწილობრივი ნგრევა მოხდა, მაშველებმა ქალის ცხედარს ამოიყვანეს“, - დაწერა კლიჩკომ Telegram-ზე.

მისი თქმით, მათ ქალაქის ექვსი რაიონის თითქმის 20 ადგილას მასშტაბური დარტყმის „შედეგები ჩაიწერეს“. რვა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოლომიანსკის რაიონში თავდასხმამ ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ზედა სართულებზე ნაწილობრივი ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. კლიჩკოს ცნობით, ხანძარი ასევე გაჩნდა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მესამე და მეოთხე სართულებზე.

რუსეთის სამხედროებს კიევზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics