2024-11-04 09:45:05, 774 ნახვა
სპეციალური ანონსი
თბილისში, პარლამენტის სასახლესთან დღეს აქცია გაიმართება
დღეს, 4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქცია პარლამენტის სასახლესთან 19:00 საათზე დაიწყება.
შეკრება 3-მა ოპიზიციურმა კოალიციამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - 31 ოქტომბერს, ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური კოალიციები, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების მოპარვაში ადანაშაულებენ და საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,