|
2023-07-02 11:08:43, 1969 ნახვა
სხვადასხვა
ანდრეი ერმაკი - ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! მადლობა ქართველებს
"ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! მადლობა ქართველებს!" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე ქართულ ენაზე წერს და უკრაინაში დაღუპული მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ. ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ. ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში. დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!, - წერს ერმაკი. პირველ ივლისს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ჩამოასვენეს. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ასევე იბრძოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში. ორივე მათგანი 25 ივნისს საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)