2015-09-17 12:47:49, 933 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ნიშნები განთავსდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ნიშნები განთავსდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით სოფლებში: ხეცერა, ნარაზენი, ჯუმი,ახალსოფელი, უჩაშონა, ოფაჩხაფუ, შამგონა, კახათი , კოკი, ხურჩა, ცვანე, დავითიანსა და განმუხურში ადმინისტრაციული საზღვრის აღმნიშვნელი და საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის სხვადასხვა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები დაიდგა.
გამგეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ერთეულის, შიდა გზებზე მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით საგზაო ნიშნებს ეტაპობრივად განათავსებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან