|
2018-02-21 12:43:51, 8894 ნახვა
High - Tech
Apple-ი წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დასახელდა
ჟურნალმა Fast Company-მ ამერიკული კომპანია Apple-ი 2018 წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დაასახელა. გამოცემა წერს, რომ კომპანია ყველაზე პროგრესირებადი ორგანიზაციების სიის სათავეშია და ინნოვაციების კუთხით პირველ ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელს Apple-მა ხსენებულ სიაში მხოლოდ მე-4 ადგილი მოიპოვა. Fast Company-ში აცხადებენ, რომ Apple-მა უდიდეს წარმატებას ინოვაციების განვითარების კუთხით მიაღწია და რევოლუციური ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გაჯეტები შექმნა. კერძოდ, საუბარია AirPods-ის ყურსასმენებზე, Apple Watch Series 3-ზე და iPhone X-ზე, რომელთა გამოშვებით კომპანიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. სტატიის თანახმად, კომპანიას ასევე წარმატებული წელი ჰქონდა ხელოვნური ინტელექტის, პროცესორებისა და კამერების დახვეწის მიმართულებითაც.
ცნობისთვისმ სიის ათეულში მოხვდა ასევე Netflix-ი, Amazon-ი და The Washington post-ი. სულ სიაში 50 კომპანია არის შეყვანილი. მაგალითად: Marvel Studios, Instagram, SpaceX, Nintendo, Gucci, Sephora, Pinterest და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)