15:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 12:32:23, 3794 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა უარყო ფრაქცია „საქართველოსთვის“-ს კანონპროექტი ავტომობილების განბაჟების შესახებ

"ქართული ოცნების" პარლამენტის ფინანსთა და ბიუჯეტის კომიტეტმა უარყო ყოფილი პრემიერის გახარიას ფრაქცია „საქართველოსთვის“-ს ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება მსუბუქი ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის წინადადება ითვალისწინებს 10 წლამდე იმპორტირებულ მსუბუქი ავტომობილებზე აქციზის გადასახადის მოქმედი განაკვეთის შენარჩუნებას და 4.5 ლარის ოდენობის ტარიფის გამოყენებას მხოლოდ 10 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებზე.

ამავდროულად, კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინადადებას, რომლის მიხედვითაც აქციზის გადასახადის განაკვეთი 6 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე 1.5 ლარს, ხოლო 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებისთვის 1 სმ³-ზე 4.5 ლარს დაადგენდა.

კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილების განბაჟების ღირებულებას, პარლამენტში 1 აპრილს, მეორე და მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილება.

ფრაქცია „საქართველოსთვის“-ს ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება ასევე წარდგენილი იქნება პლენარულ სხდომაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics