|
2024-08-22 23:20:05, 6110 ნახვა
Lifestyle
ვოლოდიმერ ზელენსკიმ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ლეგენდის წოდება მიანიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ უკრაინის ლეგენდის წოდება რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს მიანიჭა. დაჯილდოების ცერმონია კიევში მარინის სასახლეში გაიმართა. ჯილდო ფარაჯანოვის საზოგადეობას გადაეცემა, რომელიც კიევში მოღვაწეობს. სერგო ფარაჯანოვი, რომელიც თბილისში დაიბადა, უკრინაში დიდიხნის განმავლობაში ცხოვრობდა. ”უკრაინა ჩემი სამშობლოა, ეს ჩემი მეორე სამშობლოა, იქ შევქმენი ჩემი პირველი შედევრი, ”დავიწყებული წინაპრების ჩრდილები”, იქ გავხდი გენიოსი, იქ დაიბადა ჩემი შვილი უკრაინამ, უკრაინამ დამანგრია." - წერდა გენიალური რეჟისორი თავის მოგონებებში. ამა წლის იანვარში უკრაინაში "მამათმავლობისთვის" გასამართლებული ფარაჯანოვი ოფიციალურად რეაბილიტირდა. რეაბილიტაციის ეროვნული კომისიის მოხსენებაში წერია, რომ საქმის შესწავლისას გამოვლენილ იქნა ფარაჯანოვის დაპატიმრებისა და გასამართლების პოლიტიკური მოტივი. უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის აზრით ფარაჯანოვის რეაბილიტაცია კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გასამართლებული სხვა უკრაინელი დისიდენტების საქმეების ხელახლა შესწავლას ხელს შეუწყობს. პირველად ფარაჯანოვი "მამათმავლობის" ბრალდებით უკრაინაში 1948 წელს დააკავეს, რეჟისორმა საკუთარი "ბრალი" არ უარყო. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ უკრაინელი რეჟისორის ალექსანდრ დოვჟენკოს შუამდგომლობით მალევე გაათავისუფლეს. 1973 წლის ბოლოს ფარაჯანოვი კიევში მეორედ დააკავეს, გაასამართლეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეჟისორმა ვადა ურთულეს პირობებში, მკაცრი რეჟიმის ბანაკში მოიხადა და პატიმრობიდან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაბრუნდა. 2024 წლის 9 იანვარს სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)