2026-03-29 19:55:25, 4293 ნახვა
რეგიონი
ჩეჩნეთსა და დაღესტანში წყალდიდობაა
ჩეჩნეთშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული უამინდობის გამო. დატბორილია 1800-ზე მეტი სახლი, ევაკუირებულია ასობით ადამიანი, დაზიანებულია 17 ხიდი და გზები ჩამორეცხილია.
დაღესტანში უამინდობის შედეგების აღმოფხვრა გრძელდება. დატბორილი სახლებიდან 3300-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. მეწყერის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ბუინაკსკის ქალაქშიც.
ძლიერი წვიმების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მახაჩკალაში, ევაკუირებულია 80-ზე მეტი ადამიანი. დაღესტნის 132 დასახლებაში ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა.
უამინდობის შედეგად დაზარალებულებისთვის ასევე გაიხსნა ცხელი ხაზი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,