12:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 09:56:17, 549 ნახვა

საზოგადოება
შსს-სა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ერთობლივი ტრენინგი ჩაუტარდათ

შსს-ს უბნის ინსპექტორებს და საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში – „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში – „სამართლებრივი კულტურის“ საგნის სწავლების მეთოდიკის შესახებ ერთობლივი ტრენინგი ჩაუტარდათ.

„სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ინტერაქტიული და პრევენციაზე ორიენტირებულია, რაც მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება ჩატარდა შერჩეული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის სამართალდამცველისა და სკოლის პედაგოგის ერთობლივი აქტივობით.

შსს-ს ცნობით, მოსამზადებელ ტრეინინგებზე პროექტის მონაწილე პედაგოგებმა და სამართალდამცავებმა გაკვეთილის წარმოების მეთოდიკის პარალელურად სიღრმისეული ინფორმაცია მიიღეს მოზარდების ფსიქო-სოციალური განვითარების შესახებ. ტრენიგნებს განათლების სფეროს ექსპერტები და ის სამართალდამცველები უძღვებოდნენ, რომლებსაც დიდი ხნის გამოცდილება აქვთ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული აქტივობის შესრულებაში.

ცნობისთვის, პროგრამას ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ამერიკული ორგანიზაცია „PH International“ ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics