2015-01-22 10:47:13, 891 ნახვა
მსოფლიო
უკრაინულმა ჯარებმა დონეცკის აეროპორტი დატოვეს
უკრაინულმა ჯარებმა დონეცკის აეროპორტი დატოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ბატალიონი „აზოვი“ ავრცელებს.
„როგორც ცნობილი გახდა, უკრაინული სამხედროები იძულებულები გახდნენ დაეთმოთ დონეცკის აეროპორტი, რასაც ერთი წლის განმავლობაში იცავდნენ. დონეცკის აეროპორტის 242 დღიანი გმირული დაცვა, უფრო მეტია ვიდრე სტალინგრადის და მოსკოვის დაცვა დიდი სამამულო ომის წლებში“,-ნათქვამია უკრაინული ბატალიონის განცხადებაშია.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, ბოევიკებმა დონეცკის აეროპორტის ახალი ტერმინალის საფარი ააფეთქეს. ობიექტისათვის ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან