23:33 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 11:02:18, 836 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მუშაობის თანაბარი პირობები აქვთ

„ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მუშაობის თანაბარი პირობები აქვთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ–ესტონურ ბიზნესფორუმზე განაცხადა. 

მისივე შეფასებით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი ბიზნეს გარემოა, რაც საერთაშორისო რეიტინგებში აისახა. 

„საქართველო სტაბილურობის და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს კუთხით რეგიონის ლიდერია. ჩვენი ბაზარი აბსოლიტურად ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს აბსოლუტურად თანაბარი პირობები აქვთ. ჩვენ შევქმენით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემო, რაც  საერთაშორისო რეიტინგებში აისახა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად წელს, საქართველოში 5%–იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. გასულ წელს ასევე გქვონდა 5 %იანი ზრდა“, – აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics