03:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 21:04:32, 503 ნახვა

სამართალი
შსს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დუშეთში ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოკლეს არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დუშეთის რაიონში სექტანტების მიერ ორი ბავშვის მკვლელობის ფაქტს არ ადასტურებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გარდაცვლილ 15 წლის გოგონაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში დუშეთში სატანისტურ სექტას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა“,- აღნიშნული განცხადება პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ წარმომადგენელმა ნინო ჩარკვიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
როგორც ნინო ჩარკვიანმა განმარტა, სატანისტური სექტის საქმიანობაში 50-60 ბავშვამდეა ჩართული. 
მისივე თქმით, მოზარდები სხვა თანატოლებისგან გარეგნული მხარითაც გამოირჩევიან, თითოეულ მათგანს ყვითელი კანი და ამოყირავებული ჯვარი ამოსვირინგებული აქვს წარწერით: „სიძულვილი“.
ჩარკვიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს აღნიშნული პრობლემით დაინტერესება და საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა. მასთან ერთად მან საპატრიარქოსა და ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს აღნიშნული საკითხით დაინტერესება და დახმარება სთხოვა.
„ორი დღის წინ დუშეთში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა. მან კალიუმის ციანიდი დალია, რომელიც, როგორც დასტურდება, თბილისიდან მიკროავტობუსის საშუალებით გაუგზავნეს. გოგონას ქმედების მიზეზი რამდენიმე დღის წინ გაურკვეველი მიზეზით მისი 18 წლის შეყვარებულის გარდაცვალება გახდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ორივენი დუშეთში არსებულ სატანისტურ სექტასთან არიან კავშირში. ამ სექტის წარმომადგენელები რიტუალებს ღამით დუშეთის სასაფლაოზე ატარებენ. აქამდე ისინი სასაფლაოზე ცხოველებს თავებს აჭრიდნენ, ახლა კი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და ამ სექტას უკვე მოზარდები ეწირებიან“,- აღნიშნა ნინო ჩარკვიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics