10:39 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 14:36:18, 908 ნახვა

სამართალი
შსს დეკემბერში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერი 433 660 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10,5 %–ით მეტია.

უწყების ცნობით, იანვარ-დეკემბრის ინტერვალში, ქვეყანაში 5 493 492 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

„ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 2 218 050 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,4%); ბ) ტრანზიტი - 1 110 015 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%); გ) სხვა - 2 165 427 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,3%). 2014 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,6%), რუსეთიდან (+8%) და უკრაინიდან (-9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–დეკემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 93%, 25%, 25% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 48% მატებით“, - აღნიშნულია უწყების სტატისტიკურ მონაცემებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics