2018-09-06 15:58:57, 11142 ნახვა
კულტურა
ადრიანო ჩელენტანოს ორეული ფილარმონიაში კონცერტს გამართავს
2019 წლის 3 მარტს ფილარმონიაში, ლეგენდარული იტალიერი მომღერლის ადრიანო ჩელენტანოს ოფიციალური ორეული, ადოლფო სებასტიანი კონცერტს გამართავს.
კონცერტი 19:00 საათზეა დაგეგმილი. კონცერტისთვის ბილეთების შეძენა Biletebi.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 25 ლარიდან იწყება.
ცნობისთვის, ადოლფო სებასტიანი ადრეანო ჩელენტანოს ოფიციალური ორეული 2002 წელს გახდა. მას შემდეგ, ის ჩელენტანოს ლიცენზიით მსოფლიოს გარშემო კონცერტებს ატარებს.
ავტორი: ,