12:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 16:02:36, 764 ნახვა

Lifestyle
გოგა ხაჩიძე: ღარიბაშვილი მგონია, რომ დღემდე საპნით იბანს თავს და პიცა ღმერთების საჭმელი ჰგონია

„ჩვენს პრემიერს, რომ ვუყურებ დღემდე მგონია, რომ თავს საპნით იბანს და პიცა ღმერთების საჭმელი ჰგონია“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე  წერს. 
ხაჩიძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს და აღნიშნავს, „ვინმე ამტკიცებს, რომ მარიხუანას მოწევა სასარგებლოა და ბორჯომის ჰაერს სჯობიაო“?
„ამ ჩვენს პრემიერს რომ ვუყურებ, მგონია დღემდე საპნით იბანს თავს და პიცა ღმერთების საჭმელი ჰგონია.
Irakli Garibashvili ვინმე ამტკიცებს, რომ მარიხუანას მოწევა სასარგებლოა და ბორჯომის ჰაერს სჯობიაო?!
ალკოჰოლის სმა და სიგარეტის მოწევა ხომ რას ამბობ გვაჯანსაღებს, მაგრამ ამის გულისთვის ციხეში ხომ არ ვსვამთ?!
რა შუაშია მთა და დემოგრაფია?! 
რას დემაგოგობ?!
არ დავიჭიროთო!
მეტი არაფერი!
მარიხუანას მოწევის გამო დავაჯარიმოთ, მაგრამ ციხეში არ ჩავსვათ და კრიმინალად არ გამოვაცხადოთო!
ჩვენ დროს რატომ არ გავაკეთეთ?...
არაფერი არ არსებობდა, არც პოლიცია, არც კონტროლი, არც სახელმწიფო და კიდევ ბევრი რამ...
და როცა უკვე არსებობდა და მაინც არ გადავდგით ეს ნაბიჯი - შეცდომა იყო!
მერე?!...
ახლა რა გვიშლის ხელს?!
არყით გაჟღენთილი, გულისპირზე გადმორწყეული, რუსთაველზე მობარბაცე ადამიანი რომ სრულიად ლეგალური არსებაა და თავისთვის დაბოლილი ადამიანი - კრიმინალი.
ნუ სპეკულირებ უაზრობებით!...
არ დაჭერაზე, კრიმინალად არ გამოცხადებაზე, ციხეში არ ჩასმაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ სასარგებლოა, ან საჭირო და ვინმე ქუჩა-ქუჩა აპირებს სიარულს და მარიხუანას მოწევას“,-აღნიშნავს გოგა ხაჩიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics