03:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 10:01:26, 397 ნახვა

სამართალი
პენსიონერების თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახმეტის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული გიორგი ა, 1960 წელს დაბადებული გიორგი ტ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ელენე ი. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებდნენ, ხანდაზმულ პენსიონერებს გაერო-ს წარმომადგენლების სახელით ეცნობოდნენ და რამდენიმეთვიანი საპენსიო სესხის აღების სანაცვლოდ, ფინანსურ დახმარებას და პირველადი მოხმარების პროდუქტებით უზრუნველყოფას პირდებოდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს პენსიონერები სესხის აღების მიზნით „ლიბერთი ბანკში“ მიჰყავდათ და დოკუმენტაციაზე ხელს აწერინებდნენ. თანხებს, რომლებიც პენსიონერებს კრედიტის სახით უმტკიცდებოდათ, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დაკავებულებმა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მცხოვრები მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 1575 ლარი, თელავში სოფელ კონდოლში მცხოვრები ქალბატონების ანგარიშებიდან - ჯამში 1500 ლარი, ხოლო გარდაბნის რაიონის მკვიდრი სამი მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან - 3000 ლარი მიითვისეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ა. და ელენე ი. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, ხოლო გიორგი ტ. თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics