00:35 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 19:41:54, 457 ნახვა

პოლიტიკა
ედგარს რინკევიჩსი: ლატვია მზადაა, რიგის სამიტისთვის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად საქართველოს დაეხმაროს

ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, - ამის შესახებ  ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

თავის მხრივ, პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო, რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგის დემონსტრირებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის საბჭოს ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მოლოდინებზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა.

საუბარი კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ურთიერთობების გააქტიურებასაც შეეხო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics