15:52 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 15:26:34, 727 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია, ვიცე-პოლკოვნიკ ლევან გაბუნიას ხელმძღვანელობით, ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას პოლონეთის სამხედრო ჟანდარმერიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მიროსლავ როზმუსმა სამხედრო ჟანდარმერიის სათაო ოფისში უმასპინძლა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში ქართველი სამხედრო პოლიციელების ჩართვის საკითხს დაეთმო. ბატალიონის სამუშაო ჯგუფმა სტუმრებს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის ისტორიის, მიზნებისა და სტრუქტურის, ასევე შესაძლებლობების, განხორციელებული ოპერაციების (მისიები), წვრთნების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ვიზიტის ფარგლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გაბუნია, დელეგაციის წევრებთან ერთად,  ნატო-ს სამხედრო პოლიციის სრულყოფის ცენტრს ესტუმრა. ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრეგორჟ ვასილევსკიმ ქართულ მხარეს ქვედანაყოფის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ცენტრში გაწევრიანების შესაძლებლობები განიხილა.

ქართული დელეგაცია მინსკ-მაზოვიეცკის სპეციალიზირებულ ქვედანაყოფშიც იმყოფებოდა. პოლონელმა კოლეგებმა სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჩვენებელი სწავლება გამართეს. სწავლებაში მონაწილეობა გამნაღმველების, მყვინთავების, კინოლოგთა და პირადი უსაფრთხოების ჯგუფებმა მიიღეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics