2016-06-16 22:36:40, 3972 ნახვა
კულტურა
ხვალ საქართველოს ესპანელი ტენორი ხოსე კარერასი ეწვევა
ხვალ საქართველოს "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში ცნობილი ესპანელი ტენორი ხოსე კარერასი ეწვევა.
ის საქართველოს მეორედ ესტუმრება, ამჯერად ტენორი ქუთაისელი პუბლიკის წინაშე წარდგება.
მომღერალი კარიერას ასრულებს და ქუთაისიც მისი საიუბილეო, "მსოფლიოს ფინალური ტურის" ერთ-ერთი ქალაქია.
შეგახსენებთ, კარერასი "ჩექ ინ ჯორჯიას" მე-4 და ბოლო მეგა-ვარსკვლავია. კონცერტი 18 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან