02:50 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 17:16:11, 747 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

ბათუმში დღეს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნა.

აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მუზეუმში ჩატარდა სრული რეაბილიტაცია, შეიქმნა დამატებითი სამუზეუმო სივრცეები, მუზეუმის ეზოში აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციის შენობა, მოწესრიგდა და კეთილმოეწყო ეზო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განახლებულ მუზეუმში შესაძლებელი გახდა გამოფენილიყო საცავებში არსებული უნიკალური ექსპონატები და ხელნაწერი წიგნები. წლევანდელ ტურისტულს სეზონს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციით შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილი იყო ვიზიტორების რაოდენობა.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაარსდა 1908 წელს, 1925 წლიდან იგი აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად გადაკეთდა. 1938 წლის თებერვლიდან და 1989 წლის მაისამდე მუზეუმის დირექტორი იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი.

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. აქ დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, მუზეუმის ოქროს საგანძურებში თავმოყრილია ასზე მეტი დასახელების ნივთი.

ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics